ფეხბურთი

23:45 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩმა გამარჯვება ზვონიმირ ბობანს მიუძღვნა

ლუკა მოდრიჩი ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვა მშობლიურ ენაზეც წარმოთქვა. დარბაზში გახლდათ ლუკას ლეგენდარული თანამემამულე ზვონიმირ ბობანი, რომელმაც მოდრიჩის სიტყვებზე ცრემლები ვერ შეიკავა.

ლუკამ გამარჯვება სწორედ ბობანს მიუძღვნა:

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს იდეალს, ზვონიმირ ბობანს, ხორვატიის ნაკრების კაპიტანს 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე, როდესაც ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. სწორედ ამ გუნდმა მოგვცა იმედი, რომ რუსეთში წარმატებით ვითამაშებდით.

იმედია, დღევანდელი ნაკრები მომავალი თაობისთვის იქნება სამაგალითო, რომ გახდეს საუკეთესო. ეს მძიმე შრომის შედეგია და ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია დაამხო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფიფას ვერსიით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113676