ძიუდო

18:17 | 25.09.2018 | ნანახია 2388 - ჯერ

ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნავსი ვერ გატეხა (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მესამედ იჭიდავა და მესამედ წააგო. 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრების საჩემპიონო ბრძოლაში 29 წლის ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ გუამ ჩოს დაუპირისპირდა და მეცხრე წუთის ბოლოს ბეჭებზე დავარდა.

ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე საქმეში მეორე წრიდან ჩაება, ფრანგ ევროპის პრიზიორ (2014) ალექსანდრ იდირთან დაჭიდებით და მეტოქეს ვაზარით სძლია. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელთა ჯილა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ელმარ გასიმოვი "ოქროს დროში” გააკრა ბეჭებით ტატამს. მსოფლიოს პრიზიორი (2009) ეგვიპტელი რამადან დარვიში მეოთხე წუთზე შებოჭა. ნახევარფინალში კი მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს შეხვედრის მიწურულს შესრულებული ვაზარით გასცდა.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პირველად 2013 წელს გავიდა და კუბელ ეშლი გონზალესთან დამარცხდა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. შარშან კი საჩემპიონო ბრძოლა 100 კილოგრამში წააგო, იაპონელ აარონ ვოლფთან.

ერთი საინტერესო დეტალიც – ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეხუთედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება. 2013 და 2017 წლებში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. 2014 და 2015 წლებში – მესამე.

მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება მძიმეწონოსანთა კონკურენციით. საქართველოს სახელით ტატამზე ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გავა. +100 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 41 ძიუდოისტი გადანაწილდა. თუშიშვილი პირველ ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაებმება. მის პირველ მეტოქეს რუმინელი დანიელ ნატეასა და ლატვიელი რაივის ჩაკსტინსის დაპირისპირება გამოავლენს.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბაქო

25 სექტემბერი

მამაკაცები

100 კგ

1. გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)

2. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3. ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

3. ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)

ქალები

78 კგ

1. შორი ჰამადა (იაპონია)

2. გუუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3. ალექსანდრა ბაბინცევა (რუსეთი)

3. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:36 | 29.10.2019
lashamax (938)

მაინც ვფიქრობ რომ ვან დეიკს ეკუთვნის. ლიგა მოიგო
მესის გამორჩეული წელი ქონდა მაგრამ ლივერპულთან გაბითურების შემდეგ უბრალოდ ამის არჩევა არაეთიკურია.
რონალდოს რაც შეეხება ლიგაზე იუვემ ვერ აუწყო მხარი თორემ დაახევდა ბურთს ყველას
რაც შარშან მოხდა მოდრიჩის არჩევით ამას გამოსწორება უნდა. წინა წელს უდაოდ რონალდოს ეკუთვნოდა უბრალოდ პერესმა ყველაფერი გააკეთა რომ რაონალდო არ გაეყვანათ. ასე რომ არ არის გამორიცხული რონალდოს დასახელება

09:32 | 29.10.2019
lashamax (938)

ეს თუ აირჩიეს მესი სექტა მასობრივ თვითმკვლელობას დაიწყებს

23:48 | 28.10.2019
RHP (3623)

ზემოთ ინტერვიუ რო დადეს მაგის ჩასაწერად იყვნენ ჩასულები ტურინში
ისე კი ძაან საინტერესოა რა გააკეთეს ან ერთმა ან მეორემ შეტევაში იმაზე მეტი რაც ვან დეიკმა დაცვაში ვერ გააკეთა მარა ხალხი ბრმაა და ეს დიდად არც მიკვირს

22:42 | 28.10.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სისულელეა

21:54 | 28.10.2019
fidofido (3392)

ისე ფრანგები მესის რო ერჩიან შარშანაც გამოჩნდა გამოკითხვა რო ჩაატარეს ინტერნეტით მესი ლიდერობდა და წაშალეს მერე. რონალდოს რაპონტში ეკუთვნის 35 კუალერამაც რო აჯობა მაგიტო ალბათ ვან დეიკი-მესი ესენი არიან მთავარი კანდიდატები მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ფრანგებმა შარშანდელი ვალი დავაბრუნოთო?

07:52 | 29.10.2019
temo11 (1791)

მესის რა პონტსი ეკუთვნის? არც მესი და არც ეს არუნდა იყვნე გამარჯვებულები

21:44 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის!

21:42 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) პ.ს. სულ გამ....ევდნენ!?

19:10 | 28.10.2019
barcelona1991 (4821)

სისულელეაა.თუ გადასცეს ულაპარაკოდ მიკერძოებაა.

18:12 | 28.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

ესენი ხო არ ანძრევენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.087196
2388