ჭადრაკი

17:20 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაია ჩიბურდანიძე: „ჩვენს ქალთა ნაკრებს ოლიმპიადის მოგება შეუძლია“

საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურის წინ worldsport.ge ესაუბრა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპპიონს მაია ჩიბურდანიძეს.

- როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდების გამოსვლას პირველ ტურში?

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ასეთი სტარტი. სასიხარულოა, რომ ჩვენმა ყველა - ექვსივე გუნდმა მოიგო. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და ცხადია, ლიდერთა ჯგუფი გამოიკვეთება და გართულდება თამაში. უნდა ავღნიშნო, რომ ბულგარელი ჩეპარინოვის დამატებით, საქართველოს ვაჟთა ნაკრები გაძლიერებულია და ძალუძს პირველ ათეულში მოხვედრა. რაც შეეხება ჩვენს ქალთა მთავარ გუნდს, ვფიქრობ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს, მეორე გუნდი კი ათეულში უნდა მოხვდეს, თუმცა ყველაფერი რამდენიმე ტურში გამოჩნდება.

- ჩეპარინოვს დავუბრუნდეთ, მას საქართველოს ნაკრების წევრთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა დღეს მეორე დაფაზე თამაშობს...

- საჭადრაკო ოლიმპიადა, მოგეხსენებათ, გუნდური თამაშია, ეს ტაქტიკური გადაადგილებაა - ბაადურ ჯობავა არ თამაშობს დღეს, მიხეილ მჭედლიშვილის პირველ დაფაზე გადასმა და მეორე დაფის ჩეპარინოვისთვის მინდობა, რა თქმა უნდა მეტი ქულების მოპოვებას ემსახურება.

- ბათუმი პირველად მასპინძლობს ამ რანგის ტურნირს...

- ძალიან დიდი პატივია, როცა ფიდემ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოვანდო. ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ძალიან მომეწონა გახსნის ცერემონია „ბლექ სი არენაზე“ - მართლაც რომ ლამაზი სანახაობა იყო. დარწმუნებული ვარ, ეს ოლიმპიადა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჭადრაკის ისტორიაში.

- და ბოლოს, პირად გეგმებზე გვესაუბრეთ, კარგა ხანია აქტიურად ჭადრაკს აღარ თამაშობთ...

- ასეა, არც ვაპირებ აქტიურ ჭადრაკში დაბრუნებას, თუმცა გეგმაში მაქვს საჭადრაკო აკადემიის ან სკოლის შექმნა, სადაც ყველას ექნება საშუალება, ითამაშოს ჭადრაკი. საქართველომ კიდევ უნდა აღზარდოს ვარსკვლავები, ჩვენს ქვეყანას ხომ დიდი ტრადიციები გააჩნია ჭადრაკში.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.531426