ძიუდო

16:56 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა და უმაღლეს ტიტულს ერთადერთი ნაბიჯი აშორებს VIDEO.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: ფრანგი ალექსანდრ იდირი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი და ეგვიპტელი რამადან დარვიში. საჩემპიონო ბრძოლაში კი რუს ნიაზ ილიასოვსა და სამხრეთკორეელ გუამ ჩოს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112511