ფეხბურთი

17:43 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ მესი და რონალდუ გააკრიტიკა

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აკრიტიკებს. კაპელოს განცხადებით, არგენტინელმა და პორტუგალიელმა ფიფას მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, რადგან იცოდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ და დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივიდნენ.

„მესიმ და რონალდუმ უპატივცემულობა აჩვენეს ფიფას და არ დაესწრნენ ღონისძიებას. მთ არ მოსწონთ, როდესაც მარცხდებიან, თუმცა, დამარცხებაც ღირსეულად უნდა მიიღო, არამხოლოდ გამარჯვება“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა, კრიშტიანუ რონალდუ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ლიონელ მესი სამეულშიც ვერ მოხვდა.

აქვე გეტყვით, იმასაც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ჯილდოს ან მესი იგებდა, ან რონალდუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112474