ძიუდო

15:47 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ქევხიშვილიც იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად 5 კანდიდატი იბრძოლებს, რომელთა შორის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილიც გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ქევხიშვილმა თანამდებობა ძიუდოს სამყაროს მიერ ორგანიზებული ხმაურიანი აქციების შემდეგ დატოვა, რომელშიც საქართველოს ნაკრების არაერთი წევრი მონაწილეობდა.

ქევხიშვილის კანდიდატურა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მცირე ხნით ადრე კლუბმა “ელვამ” წარადგინა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 24 ოქტომბერს დაგეგმილ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ჩატარდება, ქევხიშვილის გარდა კი, პოსტისთვის ამჟამინდელი გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110799