ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ამ ეტაპზე დაბრუნებას არ აპირებს. როგორც „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონის განაცხადა, მესის ესაუბრა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოქტომბერში გუნდში ისევ არ იქნება.
„ვესაუბრე მესის და გადავწყვიტეთ, რომ არგენტინის ნაკრებში არ იქნება“, - უთხრა სკალონიმ Fox Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა 11 ოქტომბერს, ერაყს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ ბრაზილიას გაეჯიბრება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მესი არგენტინის ნაკრების შეკრებაზე სექტემბერშიც არ იმყოფებოდა.