გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ შაფათავამ კვალიფიკაციაში 2 გამარჯვება იზეიმა. მან ჯერ გერმანელ ლაურა შაედერს 6:0, 6:4 სძლია, შემდეგ კი, ესპანელ ბურილიო ესკორიჰუელას აჯობა – 6:4, 6:2.
ძირითად ბადეში სოფოს მოწინააღმდეგე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული იტალიელი ლუსია ბრონძეტი იქნება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ჩინელი ვუშუან ჟენგი მე-3 განთესვით არიან და მერვედფინალში ბრაზილიელ ალვეშსა და შვეიცარიელ კენელს ეთამაშებიან.