ფეხბურთი

12:59 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შედევრი, რომელმაც იტალია აალაპარაკა (+VIDEO)

ლეგენდარულმა ჟორჟ ვეამ 1996 წელს, "მილანისა" და "ვერონას" შეხვედრაში სლალომით ლამის მთელი მოედანი გაიარა და დაუვიწყარი გოლი გაიტანა. ბოლო დღეებში კი ეს გოლი ძალიან ბევრს გაახსენდა. უფრო სწორად, ჟერვინიომ გაახსენა, რომელმაც "კალიარის" მსგავს სტილში გაუტანა.

"პარმას" კოტ დივუარელი შემტევისთვის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო და უკვე 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მათგან საუკეთესო რა თქმა უნდა, გასულ უიქ-ენდზე სარდინიელებთან შექმნილი შედევრი იყო.

ჟერვინიომ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მოიხლეთა და მთელი მოედანი ისე გაიარა, ყველა დაბრკოლება გადალახა. საბოლოოდ კი, გოლიც გაიტანა და საფეხბურთო სამყაროს შედევრი დაუტოვა.

0.14064