ფეხბურთი

1:55 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისისა და ჯაბა კანკავას არჩევანი ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე

ლუკა მოდრიჩი ფიფას ვერსიით მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მოგეხსენებათ, ხმებს ფიფას წევრი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები აძლევენ. ამასთან ჟურნალისტები. ვლადიმირ ვაისთან და ჯაბა კანკავასთან ერთად, არჩევანი გაზეთ „სარბიელის“ დამფუძნებელმა ზურაბ ფოცხვერიამ გააკეთა:

ვაისის სამეული - ლუკა მოდრიჩი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ

ჯაბა კანკავას სამეული - ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი

ზურაბ ფოცხვერია - კრიშტიანუ რონალდუ, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი

აქვე შეგახსენებთ, რომ ხმების საბოლოო მონაცემებით მოდრიჩის გარდა სამეულში კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი მოხვდნენ.

0.110903