ფეხბურთი

22:43 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელიც ჰამბურგში იმყოფება, გერმანიის ეროვნულ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 (სრული სტატისტიკა) იმარჯვა.

ავთანდილ ასათიანის შეგირდები მეტოქეს 3:0 ამარცხებდნენ და მართალია, მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს.
შეხვედრაში ანგარიში რონალდ მატეუშ და სილვამ გახსნა, ჩვენი გუნდიდან გოლები ასევე გაიტანეს ნიკოლოზ კურტანიძემ, გელსონ საიოტი ჟუნიორმა და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.
25 სექტემბერს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები კიდევ ერთხელ ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ამ შეხვედრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის მოსამზადებლად იყენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137674