ფეხბურთი

22:45 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ლიგა 1-ში საუკეთესოა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგა 1-ის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

გასულ თვეში მბაპემ ორი მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ხოლო პსჟ-მ ორივე თამაში მოიგო.

მბაპეს კონკურენტები აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე „დიჟონის“ წევრი ჟულიო ტავარეში და „ლილის“ ფეხბურთელი ნიკოლა პეპე იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110648