ფეხბურთი

21:52 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" იმერული დერბი მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური ივანწმინდაში დასრულდა, სადაც „ჩიხურამ“ „სამტრედია“ მიიღო. იმერული დერბი საჩხერლებმა მოიგეს, რაც მოსალოდნელიც იყო.

„ჩიხურა“ ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო სამტრედიელთა ვითარება უკიდურესად მძიმეა და ბუნებრივია, სოსო ფრუიძის გუნდი აშკარა ფავორიტიც იყო. შედეგიც ლოგიკური დადგა, რადგან „ჩიხურამ“ გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა და გამარჯვება დაიმსახურა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე გიორგი გაბედავას ანგარიშზეა.

„ჩიხურას“ ლიდერმა ჯერ 56-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 86-ე წუთზე ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა და ყველა კითხვას პასუხი გასცა. საჩხერლებს აღნიშნული გამარჯვების შემდეგ 41 ქულა გაუხდათ და მეოთხე პოზიციაზე არიან, ხოლო „სამტრედია“ 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ფოთის „კოლხეთს“ უკვე მხოლოდ კინკილა ქულით სჯაბნის.

„ჩიხურა“ – „სამტრედია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (56), 2:0 გაბედავა (86)

0.130503