ფეხბურთი

19:53 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრის სატონი: "მანჩესტერი" 80-იანი წლების ფეხბურთს თამაშობს"

ახლო წარსულში ცნობილი თავდამსხმელი კრის სატონი, რომელსაც „ბლექბერნში“, „ჩელსიში“ და „სელტიკში“ უთამაშია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ საუბრობს. 45 წლის სატონის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს გუნდი მოძველებულ ფეხბურთს თამაშობს.

„მხოლოდ ლუკაკუზე ჩაწოდებები და დიაგონალური პასები ფელაინის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, „მანჩესტერი“ 80-იანი წლების ფეხბურთს თამაშობს. ამ ფეხბურთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს მოულოდნელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში თამაშობს ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ახალი გადმოსულია პრემიერლიგაში.

აუცილებელია და საჭიროა განვითარება. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმას, რომ „იუნაიტედს“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დონეზე თამაში შეუძლია“, - განაცხადა სატონმა.

შეგახსენებთ, „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

0.12007