ჩოგბურთი

16:37 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ყაზახურ ტურნირში ჩაება

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ჩაება და თუკი ერთეულებში დამარცხდა, წყვილებში წარმატებას მიაღწია.

ცივაძე პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს მიხაილ ფუფიგინს გაეჯიბრა და 4:6, 6:3, 3:6 წააგო. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ყაზახ გრიგორი ლომაკინთან ერთად მე-3 რეიტინგით თამაშობს. მათ ყაზახები ხასანოვი და ტაშბულატოვი 6:3, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალებში ისევ ყაზახებს – ნარბეკოვსა და უსიპბეკოვს ეთამაშებიან.

0.116125