საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მეორე წრეში დაიწყო და... დაასრულა. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე მეორე ნომრად იყო განთესილი.
საქმეში ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დაჭიდებით ჩაება. მასთან აქამდე სამჯერ ეჭიდავა და სამივეჯერ მოეგო, მაგრამ ბაქოს ტატამზე უკეთ მომზადებული ტრიპელი გავიდა და წუთსა და 18 წამში, იპონით იმარჯვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი უშანგი მარგიანიც ჩაება. მანაც მეორე წრით დაიწყო და ჩინელი ჰებილიგ ბუს სამ წუთში ორჯერ შეუსრულა ვაზარი. მეთექვსმეტედფინალში მარგიანი ბერძენ თეოდოროს ცელიდისს დაეჭიდება.