ჩოგბურთი

10:57 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიმმა დიმიტროვს გადაასწრო, ბასილაშვილის რეგრესი

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, ავსტრიელი დომინიკ ტიმი მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ხოლო გრიგორ დიმიტროვი მერვე პოზიციაზე დაქვეთდა.

რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც ისტორიული შედეგი 31-ე პოზიცია დააფიქსირა, ოთხი ადგილით დაქვეითდა და რეიტინგში 35-ეა.

  1. რაფაელ ნადალი - 8760
  2. როჯერ ფედერერი - 6900
  3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 6445
  4. ხუან მარტინ დელ პოტრო - 5980
  5. ალექსანდრე ზვერევი - 4890
  6. მარინ ჩილიჩი - 4715
  7. დომინიკ ტიმი - 3825
  8. გრიგორ დიმიტროვი - 3755
  9. კევინ ანდერსონი - 3595
  10. ჯონ იზნერი - 3470

... 35. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1277

0.118814