ფეხბურთი

3:00 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: „ბარსელონამ“ პირველი ქულები დაკარგა

ლა ლიგაში მეხუთე ტურის შემდეგ უდანაკარგო აღარავინაა. „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე სენსაციურად, „ხირონა“ ვერ დაამარცხა და პირველი ქულები დაკარგა.

„ბლაუგრანასთვის“ მატჩი ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი გახლდათ და მე-19 წუთზე ლიონელ მესიმ უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა 35-ე წუთიდან მოყოლებული მოედანზე ვითარება შეიცვალა: ხესუს ხილ მანსანომ ლენგლე საკამათო ვითარებაში გააძევა და მასპინძლებს თითქმის ერთი საათი კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში, რითაც „ხირონამ“ კარგად ისარგებლა და ქულის მოპოვება მოახერხა.

45-ე წუთზე მცველების შეცდომით კრისტიან სტუანიმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ექვს წუთში დამატებაზე იყოჩაღა და დუბლი გაიფორმა. პიკემ თავური დარტყმით 63-ე წუთზე გაათანაბრა და ამის შემდეგ, „ბარსელონა“ მთელი ძალებით მოსაგებად წავიდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და პირველი ქულები დაკარგა - 2:2.

„სიუდად დე ვალენსიაზე“ გაილაღა „სევილიამ“, რომელმაც ადგილობრივ „ლევანტეს“ 6 გოლი გაუტანა და მისგან ორი ბურთი გაუშვა. აღსანიშნავია, ვისამ ბენ იედერის ჰეთ-თრიკი. მან სამი გოლის გატანა პირველივე ტაიმში შეძლო და ლა ლიგაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 45 წუთში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

კვლავ მოუგებელია „ვალენსია“, რომელიც გასვლაზე თანარეგიონელ „ვილიარეალს“ დაუზავდა. „ღამურები“ 58-ე წუთიდან მოყოლებული, დანი პარეხოს გაძევების გამო, 10 კაცით თამაშობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, მოგება მაინც ცადეს: გუედეშს და ჩერიშევს კარგი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ასენხიო მათ დარტყმებს გაუმკლავდა.

ცნობისთვის, 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში ვერ მოიგო.

„ბეტისი“ „ბენიტო ვილამარინზე“ „ბილბაოს“ დაუხვდა და ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა, თუმცა მარკელ სუსაეტას 45-ე წუთზე გაგდებამ, მეორე ნახევარში ყველაფერი შეცვალა და სევილიელები უდიდეს უპირატესობას დაეუფლნენ: 68-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო და დასკვნით 20 წუთში „მწვანეებს“ კიდევ ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მესამე გოლს ბასკები გადაურჩნენ - 2:2.

ლევანტე - სევილია 2:6 (1:4)

გოლები: 0:1, 1:3, 1:4 ბენ იედერი (11; 35; 45), 1:1 როხერი (12), 1:2 კარისო (21), 1:5 ა.სილვა (49), 1:6 სარაბია (59), 2:6 კიაერი (90 ს.კ.)

26-ე წუთზე მორალესმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვილიარეალი - ვალენსია 0:0

გაძევება: პარეხო (58)

ბეტისი - ბილბაო 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 უილიამსი (7), 0:2 რ.გარსია (18), 1:2 ბარტრა (51), 2:2 კანალესი (68)
გაძევება: სუსაეტა (45 ბი.)

ბარსელონა - ხირონა 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 მესი (19), 1:1, 1:2 სტუანი (45; 51), 2:2 პიკე (63)
გაძევება: ლენგლე (35 ბ.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110762