კალათბურთი

1:07 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ისევ საუკეთესოა

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგის სტარტამდე დასკვნითი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და რუსული “სპარტაკ-პრიმორიე” 105:78 გაანადგურა, ქართველი ცენტრი კი ამჯერადაც გამორჩეული იყო და საუკეთესო მოთამაშის ტიტული ერგო.

19 წლის ბითაძემ სერბულ გუნდს 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება მოუტანა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29-ს გაუტოლდა, რაც ვერავინ გადაფარა.
“მეგა ბემაქსი” ადრიატიკის ლიგის სასტარტო შეხვედრას 30 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება და “იგოკეას” გაეჯიბრება.

0.118531