ჭიდაობა

23:17 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი რამაზ თურმანიძე (61 კგ.) სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ქართველი ფალავანი ფინალში რუს აბასგაჯი მაგომედოვთან 0:10 დამარცხდა, მანამდე კი, ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა.

თურმანიძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება და ბულგარელი ჰუსეინ სულეიმან ბეკირი 14:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ მინსუ ჩოს 10:2 სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახ სირბაზ ტალგატსაც იოლად აჯობა – 10:0.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა დემურ მეგენეიშვილსაც (86 კგ.), თუმცა, მას ბრინჯაოს მედლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. მეგენეიშვილმა გზიდან ჩეხი ვოიცეხ პისკორი (10:0) და ებრაელი ური კალაშნიკოვი (11:0) ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ თურქ არიფ ოზენთან 0:11 დამარცხდა. ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო და რუს ალიკ შებჟუკოვს 8:4 სძლია, შემდეგ კი, ირანელ სეიედაბოლფაზი ჰაშემიჯოიბარისთან 5:6 წააგო.

0.112961