კალათბურთი

20:33 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ანდალუზიის თასი მოიგო

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” მორიგი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და ანდალუზიის თასის ფინალში “ბეტისი” 102:65 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:03 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ტოიოტას თასის” ეგიდით ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის – თად მაკფადენის “იბეროსტარმა”.
ტენერიფელებმა “გრან კანარიას” 79:71 სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:05 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
თადმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117036