ნეიმარის დიდსულოვანი და დასაფასებელი საქციელი. ლიგა 1-ის კალენდარული ტურის მატჩში "პარი სენ ჟერმენმა" სტუმრად "რენი" 3:1 დაამარცხა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ტომას ტუხელმა ნეიმარი შეცვალა. სანამ ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედნიდან გავიდოდა, მასთან პატარა ბიჭი მიიჭრა, რომელიც თავის კუმირს ჩაეხუტა და მაისური სთხოვა. ბიჭუნამ პსჟ-ს შემტევის დანახვაზე ტირილი დაიწყო და ცრემლები კარგა ხანს ვერ შეიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის მომსახურე პერსონალი უმალ ადგილზე გაჩნდა და ქომაგის ნეიმარისგან დაცილება სცადეს, თავად ფეხბურთელმა ამის ნება არ მისცა და მაისური გაიხადა, რომელიც ეპიზოდის გმირს გადასცა. ამან სტადიონზე შეკრებილ პუბლიკის აპლოდისმენტები გამოიწვია...
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "რენი" 1:0 ამარცხებდა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ ანხელ დი მარიას, ტომას მუნიესა და ერიკ ჩუპო-მოტინგის გოლებით პარიზელებმა მორიგი სამი ქულა მიითვალეს.