ფეხბურთი

18:50 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ზაგრების "დინამოს" ესპანელი ფეხბურთელით დაინტერესდა

ზაგრების "დინამოს" ესპანელმა შემტევმა დანი ოლმომ შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, 20 წლის ფეხბურთელით ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ასევე ცნობილია, რომ ოლმოს გადაბირება "დორტმუნდსაც" და "მილანსაც" სურთ.

დანი ბავშვობაში "ესპანიოლის" აკადემიაში ვარჯიშობდა და 2007 წელს "ბარსელონას" შეუერთდა. ოლმო "ბლაუგრანას" ასაკობრივ გუნდებში 2014 წლამდე თამაშობდა და "დინამოში" გადავიდა.

ხორვატული გუნდის მაისურით გასულ სეზონში ესპანელმა 33 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი 12 შეხვედრაში თავი სამ-სამი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117793