ფეხბურთი

18:23 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" სპორტული დირექტორი: "მილინკოვიჩ-სავიჩი და იმობილე კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

"ლაციოს" სპორტუმა დირექტორმა იგლი ტარემ დაადასტურა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და ჩირო იმობილე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებენ.

"ჩიროს და სერგეის კონტრაქტის გახანგრძლივება დღეების საქმეა. ყველაფერი შემდეგი კვირის დასაწყისში გადაწყდება. მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეთანხმებას მივაღწიეთ." - ციტირებს ტარეს სიტყვებს Sky Italia.

იმობილე "ლაციოში" 2016 წელს "სევილიადან" გადავიდა და მას შემდეგ 93 მატჩში 69 გოლი გაიტანა. სერბი ფეხბურთელი კი რომაულმა კლუბმა 2015 წელს "გენკიდან" დაიმატა და 127 შეხვედრაში თავი 27 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.130113