ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული სექტემბრის სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი აკი ბაშოს კადობანში ჩაყენებული შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოძეკის მაღალი წოდების შესანარჩუნებლად უცილობლად დადებითი ბალანსის (კაში-კოში) დაფიქსირება სჭირდებოდა.
საბედნიეროდ, ქართველმა სეკიტორმა მიზნის მიღწევა მოახერხა. საშემოდგომო სუპერტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი ასევე ოძეკი ტაკაიასუს გაეჯიბრა (VIDEO)და ოკურიდაშით სძლია.
დაუმარცხებლად დაასრულა ასპარეზობა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-15 გამარჯვება ასევე იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ათასმოგებიან ზღვარს გადააბიჯა. ვთქვათ ისიც, რომ რიგით 69-ე იოკოძუნამ “იმპერატორის თასი” 41-ედ შემართა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ასპარეზობა მხოლოდ 6 გამარჯვებით დაასრულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯებოდა, ამდენად, მორიგი მაკე-კოში მისი მაკუშიტაში დაქვეითების მომასწავებელი უნდა იყოს. აკი ბაშოს ბოლო დღეს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-4 რეიტინგოსან დაიამამისთან იორიკირით დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იურგენ დღეს კრემლში უნდა შეხვიდე
ავტორ, დორტმუნდი რანაირად იყო ტოტენჰემთან უშანსოთ? მსაჯიარ ჩარეულიყო და პირიქით დაჯდებოდა ანგარიში. მასე მშრალი ანგარიშებით სტატიების წერა არ არის კარგი.
რეალი ორიანი აბა რა არის ეს რეალი ამ დორტმუნდს ფორით მოუგებს. ბეილი, ასენსიო, რონალდო, ისკო, მოდრიჩი, კაზემირო,
სპარტაკი კაი ერთიანი მგონია, რეალი კაი ორიანი, მონაკო-პორტუ ხოშიანი ფრე !!!


ჯამი ჭურჭელია, კორბენა ექსპერტია...
“ბეშიქთაში”–“ლაიფციგის ცოცხალს” უნდა ჩაუჯდე, კაი სატასტიკიკო თამაში მგონია ეგ!
ფეინოორდს რატო აქვს 21 კუში დღეს ვერ ვხდბეი ხო არ ურიკინებეენ ესენი...
ჩემო თანაკლუბ მოყვარე, ფეიენოორდი ძაან სუსტია და მაგიტომ, მე არ მომეწონა რამდენჯერ მათ თამაშს მივადევნე თვალი, დაულაგებელი გუნდის შთაბეჭდილება დატოვენ!!
შახტარის მიერ ნაპოლის დამარცხება რატომ არის სენსაცია არ მესმის,
Beshiktashi da monako orive kargi 1 mgoniA
2700!!
მთავარია ჯანო თუ ითამაშებს