ძიუდო

11:17 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ზებედა რეხვიაშვილი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. მამაკაცებში, 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადეში სულ 65 ძიუდოისტი გადანაწილდა. რეხვიაშვილი წილისყრამ მეორე წრეში განთესა და პირველ მეტოქედ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე არგუნა.

შეხვედრის ბედი "ოქროს დროის” დაწყებისთანავე გადაწყდა, ეგუტიძის მიერ შესრულებული ვაზარით.

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება –ტატამზე ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ) გავლენ.

0.17138