ფეხბურთი

2:41 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" სრული სვლით და "შალკე" კატასტროფის წინაშე

წლები გადის, მაგრამ ბუნდესლიგაში სურათი უცვლელი რჩება - „ბაიერნი“ უკონკურენტოა. მართალია ჯერ 4 ტური გავიდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „რეკორდმაისტერი“ „ვერცხლის სინს“ ისევ ადვილად შესწვდება.

ნიკო კოვაჩის გუნდს სეზონის პირველი რთული თამაში თითქოსგელზენკირხენში, ვიცე-ჩემპიონ „შალკესთან“ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. „ბაიერნმა“ ადვილად აჯობა მეტოქეს და უდანაკარგოდ ლიდერობს ბუნდესლიგას. აი, „შალკესთვის“ კი სეზონი კოშმარულად დაიწყო და ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, თანაც მყარად, უქულოდ! ასე თუ გაგრძელდა, დომენიკო ტედესკოს გათავისუფლების საკითხიც დადგება, არადა, ამ სპეციალისტმა გასულ წელს „ხუმარებს“ ვერცხლის სინი ვერ, მაგრამ ვერცხლის მედლები მოაპოვებინა.

„ბაიერნს“ კვალში ბერლინის „ჰერტა“ უდგას, რომელსაც ძალიან მაგარი სტარტი აქვს. დედაქალაქელებმა ამჯერზე მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ არ მისცეს შანსი. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები თავიდან აგედნენ, მერე 4 გოლი გაუტანეს მეტოქეს 10 ქულით მეორე პოზიციაზე არიან მოკალათებულნი.

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ზინსჰეიმში შედგა, სადაც „ჰოფენჰაიმმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. ჟოელინტონის გოლით იულიან ნაგელსმანის გუნდი კარგა ხანს იგებდა, მაგრამ „ყვითლებს“ მხსნელად ისევ კრისტიან პულიშიჩი მოევლინათ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ, ამჯერად ქულა გადაურჩინა თავის გუნდს.

„აუგსბურგმა“ ბრემენის „ვერდერს“ ორბურთიანი ჩამორჩენა მალევე აღმოუფხვრა, მაგრამ თამაში მაინც ვერ გადაარჩინა. „მუსიკოსებს“ სამი ქულა ჰოლანდიელი დევი კლაასენის გოლმა მოუტანა და ბრემენელთა კარგი სტარტი კიდევ უფრო გაამყარა. „ვერდერი’ 8 ქულით ოთხეულშია, რასაც ბევრი სეზონის წინ არ მოელოდა.

სეზონში პირველი თამაში მოიგო „ფრაიბურგმა“ და წააგო „ვოლფსბურგმა“. ეს ყველაფერი „ვოლკსვაგენ არენაზე“, სადაც „ფრაიმ“ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და „მგლები“ 3:1 დაამარცხა.

„ნიურნბერგი“ – „ჰანოვერი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ანტონი (76, ა.გ), 2:0 კნოლი (77)

„ჰოფენჰაიმი“ – „დორტმუნდი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოელინტონი (44), 1:1 პულიშიჩი (84)

„აუგსბურგი“ – „ვერდერი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 კრუსე (34), 0:2 ეგეშტეინი (36), 1:1 კოო (45), 2:2 მაქსი (47), 2:4 კლაასენი (75)

„ჰერტა“ – „გლადბახი“ 4:2 (2:1)

გოლები: 0:1 აზარი (29, პენ), 1:1 იბიშევიჩი (31), 2:1 ლაზარო (34), 3:1 იბიშევიჩი (63), 3:2 პლეა (67), 4:2 დუდა (73)

„ვოლფსბურგი“ – „ფრაიბურგი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 სალაი (7), 0:2 სალაი (21), 0:3 ფრანცი (50), 1:3 მეჰმედი (61)

„შალკე“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ხამესი (8), 0:2 ლევანდოვსკი (64)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132482