კალათბურთი

22:20 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "არისთან" საპასუხო შეხვედრაც წააგო

თბილისის "დინამომ" კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა სტუმრად "არისთან" გამართა და 54:92 დამარცხდა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში ბერძნულმა გუნდმა 64 ქულით მოიგო (182-118) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ქართული გუნდიდან განვლილ შეხვედრა ყველაზე მეტი ქულა (14) რეჯერ დოუელმა დააფიქსირა, ხოლო 13 ქულა მიხეილ ჭოჭუამ მიითვალა. ბერძენთა მხრიდან კი საუკეთესო რამონ ჰარისი იყო 14 ქულით.

0.132539