ლონდონს „ჩელსის“ კაპიტანი არ ჰყავს. ამის შესახებ „არისტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომლის თმით, პაოკ-თან ევროპა ლიგის შეხვედრაში არ ახსოვს ვინ უკაპიტნა მის გუნდს.
„არ მახსოვს ვინ იყო პაოკ-თან მატჩის დაწყებიდან კაპიტანი. ვინ იყო? ვილიანი? არც მეორე ტაიმში მახსოვს ვის ეკეთა კაპიტნის საკლავური, რადგან ჩვენ არ გვყავს ძირითადი კაპიტანი. მაქვს იდეა და ყველაფერს მომავალ კვირაში გადავწყვეტთ.
მესმის, რომ ინგლისში დიდი როლი ენიჭება კაპიტანს, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა სარიმ.
ხსენებულ პაოკ-თან მატჩში „ჩელსის“ 65-ე წუთამდე ვილიანი, ხოლო თამაშის დარჩენილ ნაწილში სესარ ასპილიკუეტა კაპიტნობდა.