ლონდონის „არსენალის“ გერმანელი მეკარე ბერნდ ლენო მიიჩნევს, რომ ინგლისის პრემიერლიგა ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატია. როგორც მან თქვა, „არსენალში“ სწორედ ზემოხსენებული ლიგის გამო გადავიდა.
„სამწუხაროა, რომ ხშირად არ ვთამაშობ, მაგრამ მშვიდად ვარ და ვმუშაობ, რომ ჩემი ფორმა გავაუმჯობესო. მწვრთნელს არ უთქვამს, რომ პრემიერლიგაში ჩეხი ითამაშებდა, ევროპა ლიგაზე კი - მე. ყოველ დღეს უფრო მეტად მსურს თამაში.
აქ პრემიერლიგის გამო მოვედი, რადგან ვფიქრობ, რომ საუკეთესო ჩემპიონატია. ბუნდესლიგა კარგია, მაგრამ პრემიერლიგა საუკეთესოა. შესაბამისად, ველოდები, რომ ვითამაშებ“, - აღნიშნა ლენომ.
ამ დროისთვის ლენო „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და მხოლოდ ევროპა ლიგაზე, „ვორსკლასთან“ მიეცა თამაშის შესაძლებლობა.