ისტორია

8:31 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

22 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” მადრიდის ”რეალის”, “მილანის” და “კორინთიანსის” ფორვარდი. ”კრუზეიროში” გამოსვლის პირველივე სეზონში 60 მატჩში გაიტანა 58 გოლი. 17 წლის რონალდო ბრაზილიის ნაკრებში მიიწვიეს. 1994 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წლის მუნდიალზე დაასახელეს გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ. იმავე ჩემპიონატზე იასპარეზა ფინალურ მატჩში. რონალდო 2002 წელს კორეა-იაპონიის მუნდიალზე ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 გატანილი გოლით. ამასთან, რონალდომ ფინალში გერმანიასთან ორი ბურთის გატანა მოახერხა. 1997 წელს მოიპოვა კონფედერაციათა თასი. 1997 და 1999 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 62 გოლი. “ბარსელონაში” გამოსვლისას მოიგო თასების თასი (1997), ხოლო “ინტერის” შემადგენლობაში დაეუფლა უეფას თასს (1998). რონალდოს ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (“რეალის” შემადგენლობაში). ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის თასი (“ბარსელონას” და “რეალის” რიგებში), ჰოლანდიის თასი. 2009 წელს მოიგო პაულისტას შტატის ჩემპიონობა და ბრაზილიის თასი. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფას მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ. 1997 წელს ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად ევროპის უძლიერეს მოთამაშედ ცნეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1921. ჯინ თუნიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეკ დემპსი მეათე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა კრივის ისტორიაში იმით შევიდა, რომ მეტოქეებმა ერთმანეთი ნოკდაუნში რამდენჯერმე ჩააგდეს და შეხვედრას ”მსაჯის დათვლის მატჩი” შეარქვეს.

1966. თბილისის ”დინამოს” ფორვარდმა ილია დათუნაშვილმა საკავშირო პირველობების რეკორდი დაამყარა, რომლის გაუმჯობესება საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვერავინ მოახერხა. დათუნაშვილმა ერევნის ”არარატს” მეორე ტაიმის 26 წუთის განმავლობაში 5 გოლი გაუტანა. ამ გოლთაგან არც ერთი არ გასულა პენალტით, შეხვედრა კი ”დინამომ” 5:0 მოიგო. იმ წელს დათუნაშვილი საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გატანილი ბურთით. ილია დათუნაშვილის მიღწევა 1968 წელს კიდევ ერთმა თბილისელმა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა გაიმეორა. მან კუიბიშევის ”კრილია სოვეტოვს” 5-ჯერ გაუტანა (ორივე ტაიმში), მატჩი კი ”დინამომ” 7:2 მოიგო.

1961. 42 წლის არგენტინელი ანტონიო ალბერტონდო პირველი მოცურავე შეიქნა, რომელმაც ლა მანშის სრუტე ორივე მხარეს შეუსვენებლად გადაცურა. ამისთვის არგენტინელს 43 საათი და 10 წუთი დასჭირდა.

1988. ამერიკელმა მოცურავე ქალმა ჯანეტ ევანსმა სეულის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:38.85).

1988. სეულის ოლიმპიადის მოკრივეთა ტურნირის მსვლელობისას სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელებმა ახალი ზელანდიელი არბიტრის გადაწყვეტილება მიკერძოებულად მიიჩნიეს და დებოში ატეხეს. ამის გამო შეჯიბრება საათითა და შვიდი წუთით შეწყდა.

1997. 1997 წლის 22 სექტემბერს 16 წლის როჯერ ფედერერი პირველად მოხვდა АТР-ის რეიტინგში. სადღეისოდ კლასიფიკაციის ნომერ პირველი ნომერი, 15 წლის წინათ, 12 ქულით 803-ე ადგილზე იყო.

2000. მოსკოვის “სპარტაკიდან” გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ანდრეი ტიხონოვი გარიცხეს. ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ რომანცევმა მიიღო.

2004. უეფას თასის მატჩი ფეთაჰ-თიკვას “მაკაბისა” და “ჰეერენვეენს” შორის ისრაელის საავიაციო სამსახურების გაფიცვის გამო ჩაიშალა. ჰოლანდიელებმა ისრაელში ჩასვლა ვერ შეძლეს. ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა 30 სექტემბერს ჰოლანდიაში დანიშნული მატჩის შედეგის მიხედვით უნდა გარკვეულიყო.

2004. აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის MLS-ს-ის ფლეი-ოფში “კანზას-სიტი უიზარდსმა” დამატებით დროში “ჩიკაგო ფაიერს” 1:0 მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა.

2006. ტოკიოს “როკოგოკუ კოკუგიკანზე” გამართულ სუმოს სუპერტურნირზე, კოკაიმ აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ფუტენოს მოუგო.

2007. ტოკიოს ბაშოზე კოკაიმ დასავლეთის მერვე მაეგაშირა ტოსანოუმი დაამარცხა.

2013. სარაევოში, ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღე, საქართველოსნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა, ორი ოქროდათითო ვერცხლ-ბრინჯაო გამოიმუშავა. ვაჟებში სამ უმძიმეს წონით კატეგორიაში გამოვლინდნენჩემპიონ-პრიზიორები დაორში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტები ავიდნენ. ევროპისჩემპიონები ბექაღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) გახდნენ. ევროპის წინა წლისჩემპიონს, მძიმეწონოსანლევან მატიაშვილს კი ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1891. ჩარლი ბუჩანი. 1910-20-იანი წლების ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ფორვარდი. 1913 წელს “სანდერლენდის” შემადგენლობაში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1923 წელს გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ინგლისის ჩემპიონატების 482 მატჩში იასპარეზა და 258 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. გულშემატკივრებმა “ტიტანიკი” შეარქვეს. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სპორტულ ჟურნალისტიკაში. 1947 წელს დააარსა საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაცია. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე (1960 წლის 25 ივნისი) რედაქტორობდა საკუთარ საფეხბურთო ჟურნალს Charles Buchan's Football Monthly.

1924. ნორველ ლა ფოლეტ რეი ლი. ამერიკელი მოკრივე. მძიმე წონით კატეგორიაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1932. ინგემარ იოჰანსონი. შვედი მოკრივე. სუპემძიმე წონით კატეგორიაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939. იუნკო ტაბეი. იაპონელი ალპინისტი. პირველი ქალი, რომელმაც პლანეტის უმაღლესი მწვერვალის, ევერესტის დაპყრობა მოახერხა.

1941. ჟოზე კარლუში. პორტუგალიის ნაკრებისა (1961-71) და ლისაბონის “სპორტინგის” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი. 1965-73 წლებში იყო “სპორტინგის” კაპიტანი. 1964 წელს მოიპოვა თასების თასი. პორტუგალიის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელი.

1942. დევიდ სტერნი. 1984 წლიდან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი.

1965. მანფრედ ბინცი. გერმანიის ნაკრების, ფრანკფურტის “აინტრახტისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (1997). “აინტრახტის” შემადგენლობაში მოიგო გერმანიის თასი (1988). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 349 მატჩი, გაიტანა 26 გოლი.

1967. ფელიქს სავონი. კუბელი მძიმეწონოსანი პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე. სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, 1996, 2000). მოყვარულთა შორის მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი (1986, 1989, 1991, 1993, 1995, 1997). მსოფლიოს 1999 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. პანამერიკული თამაშების სამგზის ჩემპიონი (1987, 1991, 1995). ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1986, 1990, 1993, 1998).

1968. ლიზა ალექსანდერი. კანადელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1969. პაველ კოლობკოვი. რუსი მოფარიკავე. 1991 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1999 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი. 1996 და 2000 წლების ევროპის ჩემპიონი. ბარსელონას (1992) და ატლანტის (1996) ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1970. ემანუელ პეტი. საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოს”, ლონდონის ”არსენალისა” და ”ჩელსის”, ”ბარსელონას” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ინგლისის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მფლობელი. საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1974. გერი ტრენტი. ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” მძიმე ფორვარდი (203 სმ).

1976. რონალდო (რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა). მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბელუ ორიზონტეს ”კრუზეიროს”, ჰოლანდიური პსვ-ს, ”ბარსელონას”, მილანის ”ინტერის,” მადრიდის ”რეალის”, “მილანის” და “კორინთიანსის” ფორვარდი. ”კრუზეიროში” გამოსვლის პირველივე სეზონში 60 მატჩში გაიტანა 58 გოლი. 17 წლის რონალდო ბრაზილიის ნაკრებში მიიწვიეს. 1994 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წლის მუნდიალზე დაასახელეს გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ. იმავე ჩემპიონატზე იასპარეზა ფინალურ მატჩში. რონალდო 2002 წელს კორეა-იაპონიის მუნდიალზე ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა 8 გატანილი გოლით. ამასთან, რონალდომ ფინალში გერმანიასთან ორი ბურთის გატანა მოახერხა. 1997 წელს მოიპოვა კონფედერაციათა თასი. 1997 და 1999 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 62 გოლი. “ბარსელონაში” გამოსვლისას მოიგო თასების თასი (1997), ხოლო “ინტერის” შემადგენლობაში დაეუფლა უეფას თასს (1998). რონალდოს ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (“რეალის” შემადგენლობაში). ორჯერ მოგებული აქვს ესპანეთის თასი (“ბარსელონას” და “რეალის” რიგებში), ჰოლანდიის თასი. 2009 წელს მოიგო პაულისტას შტატის ჩემპიონობა და ბრაზილიის თასი. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფას მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ. 1997 წელს ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად ევროპის უძლიერეს მოთამაშედ ცნეს.

1979. ჯენარო პარგო. ”ჩიკაგო ბულზის” გამთამაშებელი (183 სმ).

1982. კოსუკე კიტაძიმა. იაპონელი მოცურავე. 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე ბრასის სტილით გაცურვაში. ამავე დისტანციებსა და სტილით 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.117815