კალათბურთი

23:11 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონია” ფინალში ითამაშებს

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ბარსელონას” 79:76 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:52 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ამასთან, 5 ქულა გადამწყვეტ წუთებში მიითვალა.

თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება საქართველოა ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, მან 26:50 წუთში 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი კატალონიურს 20 ქულის სხვაობით ამარცხებდა და მართალია, “ბარსამ” ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა, საბოლოოდ, მაინც შენგელიას კლუბმა იყოჩაღა.

თუ ვინ იქნება “ბასკონიას” მეტოქე ფინალში ორიოდ საათში გაირკვევა, როდესაც მადრიდის “რეალისა” და “ობრადოიროს” მატჩი დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მინი-ტურნირი სანტიაგო დე კომპოსტელაში მიმდინარეობს, ფინალი კი ხვალ, 22 სექტემბერს ჩატარდება.

0.109492