ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ფრანგულ სენ მალოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
დღეს, გორგოძე რუმინელ ირინა მარია ბარას გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა და გადამწყვეტ სეტშიც ბრეიკით იგებდა, საბოლოოდ, 6:3, 1:6, 4:6 დამარცხდა.