ფეხბურთი

19:49 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთმა" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველ შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" "პარკი არენაზე" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანის რეალიზებით უკრაინელმა ნახევარმცველმა კირილო დოროშენჯკომ მატჩის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

ფოთელებმა ეროვნულ ლიგაში ბოლოს გამარჯვება "სიონთან" მე-12 ტურში შეძლეს და მას შემდეგ 13-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ. "კოლხეთს" 12 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, ხოლო თბილისელები ჯერჯერობით 28 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

ფოთის გუნდი შემდეგ შეხვედრას სტუმრად თბილისის "დინამოსთან" 27 სექტემბერს ჩაატარებს, ხოლო "ლოკომოტივი" ამავე დღეს "დილას" უმასპინძლებს.

0.112873