კალათბურთი

18:33 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: “ბარსელონას” მცირე შანსიც არ უნდა მივცეთ”

თორნიკე შენგელიას მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს. დღეს, სანტიაგო დე კომპოსტელაში სტარტს აიღებს ესპანეთის სუპერთასის გათამაშება, სადაც ქართველი კალათბურთელის “ბასკონია” ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

მინი-შეჯიბრის განრიგის თანახმად, ნახევარფინალში, 21:00 საათიდან ბასკური კლუბი “ბარსელონას” გაეჯიბრება, ხოლო 23:30 საათიდან მადრიდის “რეალი” და “ობრადოირო” ითამაშებენ. შაბათს, 20:15 საათიდან სამქულიანების კონკურსია დაგეგმილი, 21:15-დან კი ფინალი აიღებს სტარტს.
კატალონიურ გრანდან შერკინების წინ, კომენტარი შენგელიამაც გააკეთა, რომელიც გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანს.
“სუპერთასისთვის კარგად ვართ მომზადებულნი და თუკი სეზონს წარმატებითჱგახსნით, ეს მეტ თავდაჯერებულობას მოგვიტანს.
მეტოქე ფავორიტად ჩვენ გვასახელებს, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. “ბარსელონა” ჩინებული გუნდია, რომელსაც მცირე შანსიც კი არ უნდა მივცეთ. თუკი შეცდომები დავუშვით, ისინი არაფერს გვაპატიებენ.
პირველივე წუთებიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში მოგებამდე მივიყვანოთ.
“ბასკონიაში” რამდენიმე ახალწვეული გვყავს, რომლებიც კარგი ადამიანები და კალათბურთელები არიან. ვფიქრობს, ისინი დიდ დახმარებას გაგვიწევენ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113854