ფეხბურთი

18:55 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: აგუერომ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ და სერხიო აგუერომ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „ქალაქელების“ ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელმა კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ერთი წლით მეტს გავატარებ „სიტიში“. ჩემი მიზანია, რომ ამ გუნდში 10 წელი გავატარო, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე“, - აღნიშნა აგუერომ.

არგენტინელი „სიტიში“ 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ახალი კონტრაქტი თანახმად, ინგლისში 2021 წლამდე დარჩება. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მოედანზე 5-ჯერ გავიდა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110462