თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მერაბ ბოქოლიშვილი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ დინამოელები ბერძნულ “არისს” გაეჯიბრნენ, 64:90 დამარცხდნენ და მართალია, 22 სექტემბერს განმეორებითი შეხვედრაა დაგეგმილი, ცხადია, რომ თბილისურ გუნდს მე-2 ეტაპზე გასვლა გაუჭირდება. ბოქოლიშვილის კომენტარი “დინამოს” პრესსამსახურმა გაავრცელა.
“ძალიან რთული თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ასევე – თავდასხმაში. ჩვენი გუნდისთვის ეს მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მცირე იყო, თუმცა, ეს არ არის გამამართებელი საბაბი. უნდა გავაანალიზოთ ყველა ის შეცდომა და პრობლემა რაც დღევანდელ თამაშში დავუშვით და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ“.