კალათბურთი

22:18 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” “არისთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში თბილისის “დინამომ” სალონიკის “არისს” უმასპინძლა და 64:90 (15:24, 20:23, 13:20, 16:23) დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონმა საბერძნეთის პირველობის მეცხრეადგილოსან გუნდს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. დინამოელები მოედანზე, ფაქტობრივად, სრულად ახალი შემადგენლობით გავიდნენ და რა გასაკვირია, რომ გუნდს შეთამაშების არაფერი ეტყობოდა.
სათქმელია ისიც, რომ თბილისური კლუბის ახალი ლეგიონერები მაინცდამანინც ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ, მასპინძელთაგან 10 ქულასაც კი ვერავინ უწია: 9-9 ქულა ჩააგდეს როჯერ დოუელმა, ჯორდან სვოპშირმა, ლემონტ მაკმა და მიხეილ ბერიშვილმა.
“არისისა” და “დინამოს” განმეორებითი შეხვედრა სალონიკში 22 სექტემბერს შედგება, თუმცა, ცხადია, რომ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109