ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
დღეს, მარიამი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ ლუ ბრულოს გაეჯიბრა და 7:5, 6:1 იმარჯვა.
უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი თურქი პემრა ოზგენი იქნება.