ჩოგბურთი

19:35 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბულგარულ დობრიჩში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყილთა თანრიგის ნახევარფინალში გავიდა.

შაფათავასა და უკრაინელი ვალერია სტრახოვას მე-3 ნომრად განთესილმა დუეტმა მეოთხედფინალში იოლი გამარჯვება იზეიმა.
სოფომ და ვალერიამ ბულგარელები გებრიელა მიჰაილოვა და ანი ვანგელოვა 6:0, 6:1 დაამარცხეს და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

0.119557