უეფამ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს ეპიზოდზე და პორტუგალიელს 1-დან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ასე რომ შანსია, კრიშტიანუს „მანაჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ორივე თამაშის გამოტოვება მოუწიოს (მესამე და მეოთხე ტურში).
უეფა გადაწყვეტილებას 27 სექტემბერს მიიღებს, ხოლო 2 ან 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „იუვენტუსს“ გადაწყვეტილების გასაჩივრება ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურიდან სამი დღის განმავლობაში შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ "იუვენტუსისა" და "ვალენსიი" (2:0) მატჩში 29-ე წუთზე გააძევეს.