ჩოგბურთი

15:27 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ყაზახურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ცივაძე ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემთან 6:7 (5:7), 2:6 დამარცხდა, დღეს კი, წყვილებშიც წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.
ნახევარფინალურ მატჩში ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი რუსებს – ბონდარევსკისა და მინინს დაუპირისპირდნენ დ 3:6, 2:6 წააგეს.

0.120079