მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „რომასთან“ (3:0) მატჩში ანტირეკორდი დაამყარა. ესპანელმა 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ამ კუთხით ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობს.
რამოსისთვის ეს რიგით 37-ე ბარათი გამოდგა და ერთით გადაასწრო პოლ სქოულზს, რომელსაც შესაბამისად 36 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.
აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე 112-ე მატჩი ჩაატარა.