სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პორტალმა Grecenote Live-მ გამოაქვეყნა იმ კლუბების ჩამონათვალი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგების მცირე შანსი აქვთ.
„ტოტენჰემი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენი“ - აღნიშნულმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თავიანთი შეხვედრები წააგეს, ბოლო 8 წლის განმავლობაში კი გუნდი, რომელმაც პირველი მატჩი წააგო, ჩემპიონი ვერ გახდა.
ამავე ტურში 1 რეკორდიც დამყარდა. „ბაიერნმა“ პირველ რაუნდში 15-ჯერ ზედიზედ შეძლო მეტოქის დამარცხება. ტურნირის ისტრორიაში კი საწყის ტურში ზედიზედ ამდენი გამარჯვება არცერთ გუნდს არ მოუპოვებია.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა“ „ინტერს“ ვერ აჯობა და სტუმრად 2:1 წააგო, „სიტიმ“ კი „ლიონს“ სახლში ვერ მოუგო და შეხვედრა 1:2 დათმო, რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელებმა „ლივერპულთან“ გასვლაზე 3:2 წააგეს.