ფეხბურთი

10:49 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "იანგ ბოიზთან" 6 ქულის მოპოვება გვაქვს დაგეგმილი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირველი სამი ქულის მოპოვებით კმაყოფილია და „იანგ ბოიზთან“ (0:3) მატჩის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დავალებას თავი სრულყოფილად გავართვით. „იანგ ბოიზი“ კარგად და კომპაქტურად გვეთამაშებოდა, თუმცა პირველი გოლის შემდგომ თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. პირველმა ქულებმა გაგვიჩინა იმის ნდობა, რომ ამ ჯგუფში ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით.

„იანგ ბოიზთან 6 ქულა გვაქვს დაგეგმილი და ამ მატჩით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა წინ უფრო რთული თამაშები გველის „ვალენსიასთან“ და „იუვენტუსთან“, - განუცხადა მოურინიომ BT Sport-ს.

აქვე გეტყვით, რომ „წითელი ეშმაკები“ მომდევნო მატჩს შინ, 2 ოქტომბერს, „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

0.104228