სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

4:56 | 20.09.2018 | ნანახია 3646 - ჯერ

რონალდუს წითელი, "სიტის" სენსაციური მარცხი და "რეალის" ჩემპიონური სტარტი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური უკვე მიილია. დარჩენილ ოთხ ჯგუფში რვა შეხვედრა გაიმართა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ორკვირიან პაუზაზე გავიდა.

სასაუბრო ბევრია: მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ პირველად გააძევეს ჩემპიონთა ლიგაზე და თანაც, შეცდომით. მადრიდის “რეალი” კი მის გარეშეც აგრძელებს დომინანტობას. “მანჩესტერმა” შვეიცარიის ჩემპიონს ადვილად აჯობა, ამსტერდამში ზეიმი შედგა, ხოლო “მანჩესტერ სიტიმ” მოულოდნელად “ლიონთან” წააგო.

E ჯგუფი

ამსტერდამის “აიაქსი” ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის უხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში აქ იშვიათად ვხედავთ. ჰოდა, წელს, ერიკ ტენ ჰაგის განკარგულებაში საკმაოდ მაღალი დონის კოლექტივია და ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობენ. “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგას საშინაო არენაზე დაუბრუნდა და თანაც ფანტასტიკურად. ჰოლანდიურმა გრანდმა ლიგაზე ასევე ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული ათენის აეკ-ი ადვილად დაამარცხა.

დიდებული მატჩი ჰქონდა არგენტინელ მცველ ტალიაფიკოს, რომელიც გოლების გატანით არ გამოირჩევა, მაგრამ საბერძნეთის ჩემპიონი ორჯერ დაამწუხრა. მის გოლებს შორის ამსტერდამელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და სოლიდური ანგარიშითაც იმარჯვეს – 3:0.

ამავე ჯგუფში, ლისაბონის “ბენფიკამ” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ჰქონდა, მაინც ვერაფერს გახდა. “რეკორდმაისტერმა” მაღალი კლასის ხარჯზე მაინც დასძლია მეტოქის წინააღმდეგობა. სხვათა შორის, ლისაბონელთა კარში ერთი გოლი რენატუ სანჩესმა გაიტანა, რომლის საფეხბურთო კარიერა სწორედ “ბენფიკაში” დაიწყო.

“აიაქსი” – აეკ 3:0 (0:0) VIDEO

ამსტერდამი, “იოჰან კრუიფ არენა”

მაყურებელი: 52 285

“აიაქსი” (4-3-3): ონანა; მარზაუი, დე იონგი, ბლინდი, ტალიაფიკო; ზიეჩი, შონე, ეტინგი; ნერეში (დოლბერგი 78), ჰუნტელაარი (ვან დე ბეეკი 62), ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; კოშიჩი, ლამბროპულოსი, ოიკონომუ, ჰულტი; იალანოპულოსი (ალეფი 61), სიმოესი; ბაკაკისი (იანიოტასი 70), კლონარიდისი, მანტალოსი; პონსე (იაკუმაკისი 81)

მწვრთნელი: მარინოს უზუნიდისი

გოლები: 1:0 ტალიაფიკო (46), 2:0 ვან დე ბეეკი (77), 3:0 ტალიაფიკო (90)

გაფრთხილება: დე იონგი (74), ტალიაფიკო (88) – ალეფი (72), მანტალოსი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 2 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 13:3 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: კარლოს სერო (ესპანეთი)

“ბენფიკა” – “ბაიერნი” 0:2 (0:1) VIDEO

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 60 274

“ბენფიკა” (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, დიასი, ჟარდელი, გრიმალდო; ფერნანდესი (ჟივკოვიჩი 75), ფეისა, პიცი (სილვა 62); სალვიო (გაბრიელი 62), სეფეროვიჩი, ჩერვი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; რენატო სანჩესი, მარტინესი (მიულერი 88); რობენი, ხამესი (გორეცკა 79), რიბერი (გნაბრი 62); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (10), 0:2 რენატო სანჩესი (54)

გაფრთხილება: ფეისა (22), ჟარდელი (39) – კიმიხი (18), ჰუმელსი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

F ჯგუფი

აქ “მანჩესტერ სიტი” აშკარა ფავორიტია, მაგრამ ერთი ტურის თავზე ბოლო საფეხბურზე იმყოფება. “ქალაქელებმა” იმდენი მოახერხეს, რომ საკუთარ მოედანზე ლიონის “ოლიმპიკთან” წააგეს. ფრანგებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და ამ სტრატეგიამ გაამართლა. უკვე პირველივე ტაიმში “ლიონი” ორბურთიანი სხვაობით იგებდა და ანტრაქტზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მართალია, მეორე ტაიმში “სიტიმ” სცადა ვითარების გამოსწორება, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბერნარდო სილვამ პრესტიჟის გოლი შეაგდო. ეს კი, პეპ გვარდიოლასთვის და მისი შეგირდებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. ამრიგად, “სიტისთვის” ჩემპიონთა ლიგა ცუდად დაიწყო, მაგრამ წინ მთელი სეზონია.

ამავე ჯგუფში დონეცკის “შახტარმა” “ჰოფენჰაიმს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, ქულა მაინც მოიპოვა. დონეცკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ორივე ქართველი მცველი 90 წუთი იყო მოედანზე, თუმცა მათი გუნდები გამარჯვების გარეშე დარჩნენ.

“შახტარი” – “ჰოფენჰაიმი” 2:2 (1:2)

ხარკოვი, “მეტალისტ არენა”

მაყურებელი: 28 336

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ხოჭოლავა, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ალან პატრიკი (მაიკონი 76); მარლოსი, ტაისონი, ბოლბატი (კოვალენკო 57); მორაეში

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

“ჰოფენჰაიმი” (3-4-3): ბაუმანი; ნორდვეიტი, ვოგტი, პოში; კადერაბეკი, ბიტენკურტი (დემირბაი 64), გრილიტში, შულცი; შალაი (ცუბერი 75), ჟოელინტონი, კრამარიჩი (ნელსონი 85)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 გრილიტში (6), 1:1 ისმაილი (27), 1:2 ნორდვეიტი (38), 2:2 მაიკონი (81)

გაფრთხილება: მორაეში (45), ალან პატრიკი (52), რაკიცკი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: იაკობ კელეტი (დანია)

“მანჩესტერ სიტი” – “ლიონი” 1:2 (0:2) VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 40 111

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტე, დელფი; გუნდოგანი (სანე 55), ფერნანდინიო, დავიდ სილვა; ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი (აგუერო 63), სტერლინგი (მაჰრეზი 76)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ლიონი” (4-4-1-1): ლოპეში; რაფაელი (დუბუა 76), მარსელო, დენაიერი, მენდი; კორნე (ტრაორე 90), ნდომბელე, ჩეიხი, ოუარი; ფეკირი (ტუსარი 79); დეპაი

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

გოლები: 0:1 კორნე (26), 0:2 ფეკირი (43), 1:2 ბერნარდო სილვა (67)

გაფრთხილება: აგუერო (90) – ფეკირი (77), ტრაორე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 7 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

G ჯგუფი

მადრიდის “რეალმა” დღის ცენტრალურ მატჩში “რომას” უმასპინძლა და მგრად დაჩაგრა. ეს “ჯალოროსის” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომაც აღიარა ნამტჩევს. “სამეფო კლუბმა” ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე გარეთ ბეილმა სხვაობა გააორმაგა. წერტილი მარიანო დიასმა დასვა. მადრიდელთა ახალმა შვიდიანმა შორი დისტანციიდან ულამაზესად გაისროლა – 3:0.

ამ ჯგუფის პოტენციური აუტსაიდერების შეხვედრაში კი გამარჯვებული არ გამოვლენილა. არადა, ჩეხეთის ჩემპიონმა “პლზენმა” მოსკოვის ცსკა-სთან დიდებულად წაიყვანა შეხვედრა და 2:0 იგებდა. მართალია, არმიელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გაქვითეს ერთი გოლი, მაგრამ ჩეხები მაინც ძალიან ახლოს იყვნენ სამ ქულასთან. თუმცა, მსაჯის კომპენსირებულ დროში პენალტი გაუშვეს და საბოლოოდ, ფრე – 2:2.

“რეალი” – “რომა” 3:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 69 251

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (სებალიოსი 85); ბეილი (მარიანო დიასი 73), ბენზემა (ასენსიო 62), ისკო

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

“რომა” (4-3-3): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ძანიოლო (პელეგრინი 56), დე როსი, ნზონზი (შიკი 69); ჯენგიზ იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი (პეროტი 62)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ისკო (45), 2:0 ბეილი (58), 3:0 მარიანო დიასი (90)

გაფრთხილება: სერხიო რამოსი (23) – დე როსი (44), ჯეკო (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 10 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 16:11 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“პლზენი” – ცსკა 2:2 (2:0) VIDEO

პლზენი, “დოსან არენა”

მაყურებელი: 11 312

“პლზენი” (4-2-3-1): კოზაჩიკი; რეჟნიკი, პერნიცა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; ჰორავა (ჰეიდა 89), ჰროვოსკი; კოპიჩი, კოლარი (ჩერმაკი 64), კოვარიკი; კრმენჩიკი (რეჟნიჩეკი 74)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; მარიო ფერნანდეში, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი, ეფრემოვი (ახმეტოვი 46); ვლაშიჩი, ბიოლი, ობლიაკოვი; ძაგოევი (ჟამალეტდინოვი 74), ჩალოვი (სიგურდსონი 81)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: 1:0 კრმენჩიკი (29), 2:0 კრმენჩიკი (41), 2:1 ჩალოვი (49), 2:2 ვლაშიჩი (90, პენ)

გაფრთხილება: ჰუბნიკი (80), რეჟნიჩაკი (88), ლიმბერსკი (90) – ეფრემოვი (4), ახმეტოვი (68), ბიოლი (73), სიგურდსონი (82), ბეკაო (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 13 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

H ჯგუფი

ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართა ვალენსიაში. “მესტალიაზე” ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ისევ გაისმა, თუმცა “ვალენსიამ” ცუდი თამაში აჩვენა და წააგო. “იუვენტუსმა” თავის მხრივ მატჩი რიხით დაიწყო და უკვე საწყის 25 წუთში ოთხი მაგარი მომენტი ჰქონდა. მანჯუკიჩმა და ხედირამ ახლო მანძილიდან ააცილეს, ბერნარდესკის მეკარემ აჯობა, ხოლო მატუიდის მცველმა, რომელიც დაუცველი კარიდან გამოიტანა ბურთი. თითქოს, ყველაფერი “იუვეს” გოლისკენ მიდიოდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს წითელი ბარათი მიიღეს.

რონალდუმ ჯეისონ მურილოს თავზე ხელი შეახო და ფელიქს ბრიხმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. უცნაური ეპიზოდი იყო, პორტუგალიელი ასეთ მკაცრა სასჯელს არ იმსახურებდა. რონალდუმ მოედანი აცრემლებულმა დატოვა, მაგრამ ბუნებრივია, ბრიხი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. პირველი ტაიმის მიწურულს ჟოაუ კანსელუს დარტყმა ხარიხამ უკუაგდო და იმავე შეტევაში, იმავე კანსელუს დანი პარეხო საშინლად ეუხეშა. პენალტი დაინიშნა, თუმცა ვალენსიელთა კაპიტნის გაძევებაც შეიძლებოდა. ბრიხმა რონალდუსგან განსხვავებით ის დაინდო. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად მირალემ პიანიჩმა აქცია.

მეორე ტაიმის სტარტზე, უკვე მურილომ ლეონარდო ბონუჩი ჭიდაობის ილეთი წააქცია საჯარიმოში და ისევ პენალტი, რომელიც კვლავ პიანიჩმა შეასრულა ზუსტად. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. თუმცა, “ღამურებს” შეეძლოთ პრესტიჟის გოლის გატანა. მსაჯის მეექვსე დამატებულ წუთზე პარეხომ უკვე “იუვეს” კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. მას ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა. მოკლედ, ტურინულმა გრანდმა შესანიშნავად დაიწყო, თუმცა, მომდევნო ორი მატჩი ჩატარება კრიშტიანუს გარეშე მოუწევს.

ამავე ჯგუფში “იანგ ბოიზმა” მცდელობა არ დააკლო, მაგრამ კლასით მაღლა მდგომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვერაფერი გააწყო – 0:3. “წითელ ეშმაკთა” რიგებში გამორჩეული თამაში ჩაატარა პოლ პოგბამ, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. სხვათა შორის მანკუნიანელთა მესამე გოლიც ფრანგის ანგარიშზეა, ოღონდ, ანტონი მარსიალის.

“ვალენსია” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1) VIDEO

ვალენსია, “მესტალია”

მაყურებელი: 46 067

“ვალენსია” (4-4-2): ნეტო; რუბენ ვეზო (ჩერიშევი 57), გაბრიელ პაულისტა, მურილო, გაია; სოლერი, პარეხო, ვასი, გედეში (სანტი მინა 70); როდრიგო, ბატშუაი (გამეირო 70)

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

“იუვენტუსი” (4-3-3): შჩესნი; კანსელუ; ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (ემრე ჯანი 23), პიანიჩი (დუგლას კოშტა 66, რუგანი 89), მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პიანიჩი (45, პენ), 0:2 პიანიჩი (51, პენ)

გაფრთხილება: პარეხო (43), მურილო (50), რუბენ ვეზო (54) – ალექს სანდრო (59), შჩესნი (81), რუგანი (90)

გაძევება: რონალდუ (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 7 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“იანგ ბოიზი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:3 (0:2) VIDEO

ბერნი, “სტად სუისი”

მაყურებელი: 31 120

“იანგ ბოიზი” (4-4-2): ბალმოსი; მბაბუ, კამარა, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი (ნგამალე 65), სოუ (აბიშერი 59), სანოგო, სულეიმანი; ოარო (ნსამე 75), ასალე

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-3-3): დე ხეა; დალო, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; პოგბა (პერეირა 75), მატიჩი, ფრედი (ფელაინი 69); რაშფორდი (მატა 69), ლუკაკუ, მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 პოგბა (35), 0:2 პოგბა (44, პენ), 0:3 მარსიალი (66)

გაფრთხილება: ასალე (82) – ფრედი (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:49 | 20.09.2018
ogafa (8216)

გაძევება რონალდუ მაინც მოიგეს

14:32 | 20.09.2018
shalva (2566)

ყაზაიშვილის გოლს რატო არ დებთ? მაგარი შეაგდო

14:20 | 20.09.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

რონალდოს გაძევება რამდენად სამართლიანი იყო, ეგ სხვა თემაა. პირველივე ტაიმში რომ მთავარ ვარსკვლავს გაგიგდებენ, თან სტუმრად და მაინც წარბშეუხრელად მოიგებ, აი ესაა საყურადღებო და დასაფასებელი. დიდებული გუნდია "იუვენტუსი".
"ბაიერნში" რენატო სანჩესის დაბრუნებამ გამახარა. კარგი აზრის ვარ მაგ ფეხბურთელზე და ნდობას იმსახურებს. ჯიგარიც აქვს და კრეატივიც. ეს ორივე თვისება ერთად კი არც ალკანტარას გააჩნია და არც მარტინესს.

13:25 | 22.09.2018
NGoLo KaNte (36472)

+

11:28 | 20.09.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ასენსიო რა გოლის გატანას აპირებდა გუშინ.ძალიან მაგრად ითამაშა რეალმა ბრავო ლოპეტეგის საოცარი სისწრაფეები ტემპი აქ ამ გუნდს

სტატისტიკა
0.228743