იტალიის ქალაქ ტერნიში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ეტლით ფარიკაობაში. დღეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა რაპირით იასპარეზეს.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, B კატეგორიაში ირმა ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია, საბოლოოდ კი, შეჯიბრი რვა საუკეთესოს შორის დაასრულა.
A კატეგორიაში სამი ქართველი გამოდიოდა: ნინა თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი გადალახა და 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. რაც შეეხებათ მირანდა გიგაშვილსა და გვანცა ზადიშვილს, მათ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს.