ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ფრანგულ სენ მალოში მიმდინარე 60-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
გორგოძე მერვედფინალში კოლუმბიელ მარია ფერნანდა ჰერაზო გონსალესს გაეჯიბრა და 6:2, 6:4 სძლია. თუ ვინ იქნება ეკატერინეს მეტოქე მომდევნო რაუნდში მოგვიანებით გაირკვევა.