ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემს გაეჯიბრა და 6:7 (5:7), 2:6 დამარცხდა.
წყვილებში ცივაძემა და ყაზახმა გრიგორი ლომაკინმა ჰოლანდიელები მაქს ჰოუკსი და ბარტ ვან დენ ბერგი 6:2, 6:3 დაჯაბნეს და ნახევარფინალში რუსებს – იან ბინდარევსკისა და მატვეი მინინს გაეჯიბრებიან.