„ბარსელონას“ არგენტინელმა შემტევმა ლიონელ მესიმ პსვ-სთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც შეხვედრაში შესძლო 3 გოლის გატანა.
ლიონელმა პირველი გოლი 31-ე წუთზე გაიტანა, არგენტინელმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შასრულა. შემდეგი გოლები კი 77-ე და 87-ე წუთებზე მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ჯამში ლიონელს ჩემპიონთა ლიგაზე 126 შეხვედრაში 120 გოლი აქვს გატანილი.